Sie suchten nach: ტექსტი (Englisch - Georgisch)

Menschliche Beiträge

Von professionellen Übersetzern, Unternehmen, Websites und kostenlos verfügbaren Übersetzungsdatenbanken.

Übersetzung hinzufügen

Englisch

Georgisch

Info

Englisch

ტექსტი

Georgisch

6 აგვისტოს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამავე ცენტრისა და სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის ინიციატივით, გაიმართა დისკუსია ეროვნული ტრადიციების შესახებ და შესაბამის თემატიკაზე ნაჩვენები იყო ფილმი „უდაბნოს ყვავილი“. ფილმის ჩვენების მიზანი იყო საზოგადოებისთვის ნათელი გამხდარიყო ეროვნული ტრადიციების უარყოფითი მხარეები, რომელთა მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში ქალები არიან. ფილმის მთავარი გმირია სომალელი გოგონა ვარის დირიე, რომელიც ქალიშვილის წინადაცვეთის მსხვერპლი 3 წლის ასაკში გახდა. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის ერთ-ერთმა წევრმა აუდიტორიას განუმარტა, რომ წინადაცვეთა გოგონებში გულისხმობს გენიტალიებზე წარმოებულ ოპერაციას –კლიტორექტომიასა და, მთელ რიგ შემთხვევებში, მცირე ბაგეების ამოკვეთასაც. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის სხვა წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, სტუდენტებმა და ჟურნალისტებმა. დისკუსიის მონაწილეებმა ისუბრეს სხვადასხვა ერის მანკიერ ტრადიციებზე, მათ შორის ყურადრება გაამახვილეს იმ ქართულ ადათ წესებსა და ტრადიციებზეც, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დარღვევას იწვევს. აუდიტორიამ ისაუბრა ქალიშვილობის ინსტიტუტის უარყოფით მხარეებზე, როცა ასაკოვან ქალიშვილებში ქალური პრობლემები იჩენს თავს, როგორიცაა ჰორმონალური დარღვევა, ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია და სხვა ქალური დაავადებები. ყურადღება გამახვილდა ქალთა უფლებების დარღვევების სხვა შემთხვევებზეც, სადაც გაიხსენეს გახმაურებული შემზარავი ამბავი, გაუთხოვარ, არასრულწლოვან 16 წლის გოგონაზე, როცა მომავალმა მეუღლემ და სადედამთილომ ქორწილის ღამეს პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და აიძულებდნენ, ეღიარებინა, ვისთან ჰქონდა გათხოვებამდე სექსუალური კავშირი. ღირსებაშელახულ გოგონას ორჯერ ჩაუტარდა ექსპერტიზა და ორივეჯერ დადგინდა, რომ ქალწული იყო. „საქმე გვაქვს სიბნელესთან, დაბალ სექსუალურ განათლებასთან და შეგნებასთან“, ამბობს ერთ-ერთი მონაწილე. აუდიტოორიამ იმსჯელა იმ შემთხვევებზეც, როცა ოჯახები დამახინჯებული წეს-ჩვეულებების მსხვერპლი ხდებიან. ესენია: სამგლოვიარო რიტუალები, მასშტაბურ ღონისძიებად, უაზრო პურ–მარილსა და ღრეობაში გადაზრდილი ქელეხის სუფრები, რომელიც შორს გაცდა მიცვალებულის პატივისცემის ყველანაირ ნორმას, ქელეხის სუფრაში დახარჯული ფულის ოდენობა, პანაშვიდებზე და დაკრძალვისას ძვირადღირებული ყვავილებისა და გვირგვინების მიტანის ჩვეულება. „რამდენი პრაქტიკული მაგალითი ვიცით, სადაც ოჯახები ვალებით იხდიან მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან ქელეხის სუფრებსა და ქორწილებს, მეორე დღეს კი მათ შვილებისთვის საჭმლის ფული არ აქვთ“-ამბობს კლუბის წევრი. დისკუსიის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს რომ ასეთ თემებზე ღია საუბრები ხელს შეუწყობს საზოგადოებაში დამკვიდრებული, დამახინჯებული ყოფაქცევის ნორმების წაშლას ჩვენი ცხოვრებიდან და განავითარებს ტრადიციებიდან იმ ფასეულობების აღებას, რომელიც აუცილებელია თანამედროვე სახელმწიფოს შექმნისათვის.

Letzte Aktualisierung: 2013-08-16
Nutzungshäufigkeit: 1
Qualität:

Referenz: Anonym

Eine bessere Übersetzung mit
7,761,639,844 menschlichen Beiträgen

Benutzer bitten jetzt um Hilfe:



Wir verwenden Cookies zur Verbesserung Ihrer Erfahrung. Wenn Sie den Besuch dieser Website fortsetzen, erklären Sie sich mit der Verwendung von Cookies einverstanden. Erfahren Sie mehr. OK